მიხეილ სააკაშვილი – ვერავინ ვერ მეტყვის: „აი, პროდასავლური ძალა ვართ“, პროდასავლური არა ტოროლა! – ესენი არიან ბოროტების, სიცრუის, სიმხდალის, ღალატის განსახიერება

ვერავინ ვერ მეტყვის: „აი, პროდასავლური ძალა ვართ“, პროდასავლური არა ტოროლა! -ესენი არიან ბოროტების, სიცრუის, სიმხდალის, ღალატის განსახიერება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ თავიდანვე იყო ბოროტი ძალა”.
„ემზარ კვიციანის დაკითხვა რად გინდათ? აიღეთ და დაკითხეთ პირდაპირ მედვედევი. ვერავინ ვერ მეტყვის: „აი, პროდასავლური ძალა ვართ“. პროდასავლური არა ტოროლა. თავიდანვე იყო ბოროტი, საშინელი ძალა! მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჯაფარაძე-ხაზარაძის მიმართ…
მთავარია, შევინარჩუნოთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა, სულისკვეთება, არ ჩავათრევინოთ ჩვენი თავი, ესენი არიან ბოროტების, სიცრუის, სიმხდალის, ღალატის განსახიერება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – დებატებისადმი მზაობა დაანონსდა და რა წინაპირობა ვნახეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარდა იმისა, რომ სასამართლოს დარბაზებში გაგრძელდა უგვანობა? – განცხადება იყო თვალთმაქცური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე, გარეთ

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი – საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს