მიხეილ სააკაშვილი – ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში – მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე

ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის მთლიანად უჭერს მხარს პარტიის ლიდერებს.
„ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე. მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის „ლიდერშიპს“ და მოვუწოდებ ყველა წევრს, არ აჰყვნენ ამ „ქოცურ“ მაქინაციებს.
ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის, კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან“, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხვალ ან ზეგ მომიწევს, ცივი გონებით, სად უფრო ეფექტურები ვიქნებით: ყველანი საპატიმროში თუ ვიბრძვით ხალხთან ერთად – დარწმუნებული ვარ, წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება