გამაოგნებელია, რომ „ქოც“ პროპაგანდისტებმა ამდენი იხმაურეს უკრაინული კორუფციის სკანდალზე, როცა „ქოცნება“ თვითონ ერთი მთლიანი მოსიარულე კორუფციული სკანდალია – დღეს ნაბუ-მ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი, ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისივე თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო.
„უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის შექმნაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე მისი დღევანდელი დირექტორი სემენ კრივონოსი აქ წამოსვლამდე ჩემი თანაშემწე იყო, რომელიც პრეზიდენტის ახლო მეგობრებს და მთავრობის მოქმედ წევრებს იჭერს.
აქ კი ევროკავშირის მითითებით შექმნილი ანტიკორუფციული სამსახურის იმიტაციაც, თავისი გაყეყილი თავმჯდომარით გააუქმეს.
ახლა კი მათ „ანტიკორუფციულმა კამპანიამ“ ჩაილურის წყალი დალია. დღეს ნაბუ-მ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი, ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია, თავისი ქმედითი ინსტიტუტებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.



