დათო ტურაშვილს: მე იცი რა მიკვირს დათო – საერთოდ რომ ვერ გრძნობ პასუხისმგებლობის ნატამალსაც კი ოლიგარქის მოყვანისთვის

გამოჩნდა ტელეეკრანზე და შემდეგი “საკრალური” აზრი ჩამოაყალიბა: ” მაშინ რა განსხვავებაა ამ და წინა მთავრობას შორის?”
ძვირფასო დათო მინდა ჩამოგიყალიბო რამდენიმე განსხვავება რომლებიც ალბათ არ გაგახსენდა ტელეგამონათების წინ.
🔘 ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, ესენი ამ სახელმწიფოს ანგრევენ
🔘 ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, ამათ ის არნახულ დონეზე აიყვანეს
🔘 ჩვენ გავაცანით საქართველო მთელს მსოფლიოს, რომელიც ხელზე გვატარებდა, ამათ ყველას გადაგვკიდეს.
🔘 ჩვენ შევაჩერეთ 2008-ში, – მე დავრჩი თბილისში და ჩავუდექი სათავეში წინააღმდეგობას, ესენი ბოლომდე დაუწვნენ დამპყრობელს
🔘 მე ჯერ გადავდექი 2007-ში და თავისუფალი ჩავატარე, ხოლო 2012 წელს მშვიდობიანად, ორგანიზებულად გადავეცი ხელისუფლება
(დანარჩენი ამ გვერდის მკითხველებმა გააგრძელეთ და გადააზიარეთ ეს პოსტი)
მე იცი რა მიკვირს დათო – საერთოდ რომ ვერ გრძნობ პასუხისმგებლობის ნატამალსაც კი ოლიგარქის მოყვანისთვის, საერთოდ მაკვირვებს ის ხალხი რომელიც თვლის რომ ყოველთვის მართალი იყო და მათთან ყველა ტყუოდა, მგონი ჩვენმა ხალხმა თქვენი ტყუილების კბილი უკვე გამოიცვალა,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, .

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა