საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, როგორ აღმოჩნდა ზურაბ ნოღაიდელი პრემიერის პოსტზე.
სააკაშვილის თქმით, ნოღაიდელი პრემიერ ჟვანიას ძველი მეგობარი იყო და სწორედ, ზურამ დანიშნა თავის ფინანსთა მინისტრად.
მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის ფინანსთა მინისტრად, პრემიერის პოსტზე.
გპასუხობთ – ეგ იყო პრემიერ ჟვანიას ძველი მეგობარი და ზურამ თავის ფინანსთა მინისტრად დანიშნა (მე არ ვერეოდი ეკონომიკური ბლოკის საკადრო საკითხებში), ჩვენ პრაქტიკულად კოალიციური ხელისუფლება ვიყავით და კოლექტიურად ვმართავდით.
ზურას გარდაცვალების შემდეგ, მე ვაპირებდი პრემიერად, რუსეთში ჩვენი მაშინდელი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის დანიშვნას. ის ჩამოვიყვანე მოსკოვიდან და წარვუდგინე ჩვენს გუნდს, მინისტრების და პარლამენტარების ჩათვლით.
თუმცა ამის შემდეგ ცალკე შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდი და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა და მე დავთანხმდი, ვინაიდან, მიუხედავად ვიღაც იდიოტების აზრისა დღეს, მე თითქმის ყოველთვის ვუსმენდი და ვითვალისწინებდი სხვების აზრს, ეგაა და ეგ.
ისე ეგ გიენა გუშინ ჩემზე რომ იწევდა, რამ შეუშალა ნეტა ხელი, ათი ბადრაგი რომ მაკავებდა იმ პირობებში, – წერს სააკაშვილი.




