მიხეილ სააკაშვილი – გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა

გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ივანიშვილს დასაყრდენი აქტიური ჯგუფი აღარ ჰყავს.
„ეს კარგად გამოჩნდა გუშინწინდელი აქციის დროს, რომელიც ნამდვილად საკუთარ ფეხში გასროლა აღმოჩნდა. გუშინდელმა დარბევამ აჩვენა, რომ სპეცრაზმელებიც არ ჰყოფნით. საგანგებოდ მოუხდათ შავნაბადას სპეცრაზმის გამოყვანაც.
სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. ს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს.
ახლა მთავარია არ დავიღალოთ და კიდევ ბევრი ადამიანი ჩაერთოს.
ძალადობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა.
გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია. იმედი აქვთ, რომ თბილისიდან ხალხი დაბრუნდება რეგიონებში, ახლა კი პირიქით, რეგიონებიდან უნდა ჩამოვიდეს ხალხი და ეს დასვენებები იმისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ ხალხის მობილიზაცია მოხდეს“, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება