– გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით – მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, აცხადებს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით გაკვირვებული და აღფრთოვანებულია.
სააკაშვილი მოსამართლეს ქვეყნის სიყვარულისთვის მადლობას უხდის.
„სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი უაღრესად უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით. მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
ინფორმაციისთვის, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა. როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა