მიხეილ სააკაშვილი: გაზპრომთან საიდუმლო კონტრაქტის გამოქვეყნება სხვა არაფერია თუ არა აზერბაიჯანის შანტაჟი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
გაზპრომთან საიდუმლო კონტრაქტის გამოქვეყნება სხვა არაფერია თუ არა აზერბაიჯანის შანტაჟი.
მოახლოვდა აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის მიწოდების კონტრაქტის გაგრძელების დრო. ამ კონტრაქტს ჯერ კიდევ ჩვენ დროს მოეწერა ხელი, ჩვენთვის ძალიან სარფიანი ფასებით და მაშინ აზერბაიჯანი იქცა გაზპრომის ალტერნატივად.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა გაზი გაგვითიშა 2005 წლის ცივ ზამთარში, ხოლო აზერბაიჯანმა თავისი მოსახლეობის ნახევარს გაუთიშა და ჩვენ მოგვაწოდა, რომ არ გავყინულიყავით.
ახლა კი ესენი იმუქრებიან გაზპრომთან სრული დაბრუნებით და აზერბაიჯანის ჩახსნით.
გავაჩეროთ ეს გიჟები, სანამ კიდევ დროა!

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს