“ბაჩიაშვილის ქეისი არის კლასიკური ნიმუში იმისა თუ როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო. ბაჩიაშვილი ვერ დაარწმუნეს ვერც დაჭერით, ვერც მშობლების დევნით, ვერც ცემით. სანამ მის საქმესთან დაკავშირებული ციხის უფროსის მოადგილე არ მოკლეს გარაჟში – სწორედ ეს იყო ბოლო ზარი და მიხვდა რომ სიცოცხლე ჰქონდა გადასარჩენი და ივანიშვილის დაბადების დღისთვის გააფორმა კაპიტულაცია.
მიჰგვარა ყოფილ პატრონს 600 მილიონი დოლარი საჩუქრად, რის შემდეგაც სრულიად დამცინავი ფსევდო-იურიდიული პოზიციით გაუშვეს. აქაოდა სამოქალაქო გარიგება მოხდაო, რიტაც ჩვენც გვეუბნებიან – გაუფორმეთ საქართველო ივანიშვილის ოჯახს ასე 300 წლით და სადაც გინდათ იქ წადით. ბაჩიაშვილის ამბავში ერთადერთ პოზიტივს ვხედავ, რომ მის უდანაშაულო მშობლებს თავს დაანებებენ.
მე კი მინდა ვკითხო ოპოზიციურ მედიას – როგორ მოხდა რომ ჯერ კიდევ დაჭერამდე, აქაოდა ფული აქვსო, სრული არარაობა ბაიაშვილი, რომელიც ეთერებში “სისხლიან 9 წელს” ხშირ-ხშირად ახსენებდა, ლამის ნელსონ მანდელას და მერაბ კოსტავას ნაზავად გამოაცხადეთ და ამით ნამდვილ მებრძოლებს და საზოგადოებას დასცინეთ? (არ ვამბობ რომ ემპათიას არ იმსახურებდა, მას შემდეგ რაც აწამეს)
მე მგონი ეს კარგი გაკვეთილია ყველასთვის. საერთოდ კი ბაჩიაშვილის საქმეზე, კრიმინალმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ქართული საზოგადოება”, |
წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.




