მიხეილ სააკაშვილი – ბარბარე რაფალიანცის სახელობის არის ეს ხელისუფლება, სისხლით არიან მოსულები – მათი მიზანია საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება და მოწინააღმდეგეების განადგურება

ბარბარე რაფალიანცის, 8 თვის ბავშვის სახელობის არის ეს ხელისუფლება, ისინი სისხლით არიან მოსული, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა განმარტა, ხელისუფლების მიზანია საქართველოს სთვის ჩაბარება და მოწინააღმდეგეების განადგურება, რომ არასდროს არავინ აღარ გაბედოს საქართველოს დაცვა.
„ახლა არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ბარბარე რაფალიანცით გააგრძელონ. არ უნდა მივცეთ ესკალაციისა და ძალადობის საშუალება. როდესაც ლაპარაკობენ სუვერენიტეტზე, სუვერენიტეტი უნდა დავიცვათ თურმე -დან. 2008 წელს აშშ-ის სამხედრო-ჰუმანიტარულმა ჩარევამ ისევე, როგორც ჩვენმა წინააღმდეგობამ, ერთ მუშტად დგომამ, ევროპელი ლიდერების ჩამოსვლამ შეაჩერა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია. ახლა გვეუბნებიან,რომ ჩვენი სუვერენიტეტი უნდა დავიცავთ მათგან, ვინც ჩვენ დაგვიცვა. ე.ი. უნდა ჩავბარდეთ იმას, ვისაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და ახლა არ მალავს განზრახვას, რომ მთლიანად მოახდინოს საქართველოს ოკუპირება, მოახდინოს რევოლუცია „ზე“, მოახდინოს რევანში იმაზე, რომ ჩვენ გვქონდა თვალსაჩინო წარმატებები. ასეთი მორალური სიცხადე არასდროს ყოფილა – ერთ მხარეს დგას საქართველოს ყოფნა არყოფნა, მეორე მხარეს დგას საქართველოს ძალიან სწრაფი განვითარება იმიტომ, რომ ასე ახლოს, ხელის გაწვდენაზე ევროპასთან არ ვყოფილვართ. როცა ევროპის დროშა ავწიე, ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე ახლოს ვიქნებოდით ოდესღაც ევროპასთან.
მათი გეგმა არის ძალიან მარტივი – ამ კანონის მერე ყველა არასამთავრობოს დახურვა, დამკვირვებლების არშემოშვება, ტელევიზიების, თავისუფალი უნივერსიტეტების დახურვა, უამრავი ადამიანის დაპატიმრება ან ქვეყნიდან გაძევება. მერე პირდაპირ საქართველოს გაუქმება და რუსეთთან ჩაბარება იმიტომ,რომ შეუწინააღმდეგებელიც არავინ იქნება. 2008 წელს რუსეთს ყველა შევეწინააღმდეგეთ. ყველა დავდექით ერთად, ყველამ გადავდეთ გვერდზე ჩვენი განსხვავებები და მთელი მსოფლიო იდგა ჩვენს გვერდით. ახლა მოწინააღმდეგეების განადგურება ხდება რუსეთის დავალებით, რომ არასდროს არავინ აღარ გაბედოს საქართველოს დაცვა“, – განაცხადა სააკაშვილმა.