მიხეილ სააკაშვილი – აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება – ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც

გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება – ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „საც“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველმა ახალგაზრდებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან და იმპროვიზაცია.
„გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, რომელსაც გადაჭარბების გარეშე, მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს.
ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან, იმპროვიზაცია და ის რისი სწავლა, ალბათ, შეუძლებელია, თუ თანდაყოლილი არ გაქვს, შეუპოვრობა და სამშობლოსთვის თავდადება,“ – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, გადაკეტონ ცენტრალური „პროსპექტი“ და რით დამთავრდება, ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი“ აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო