ეს ომი გაგრძელდება დაახლოებით 2 თვე და ამის შემდეგ კიდევ 2-3 თვე დასჭირდება მოლების რეჟიმის საბოლოო დასრულებას. ამის შემდეგ მსოფლიოში ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, მანამდე საქართველოს უდგება უდიდესი საფრთხე – ქვეყანაში ასობით ათასი ირანელის შემოჭრის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“საქმე იმაშია, რომ ირანიდან პირველ ეტაპზე ჯერ ჩვეულებრივი ხალხი გამოიქცევა და შემდეგ რეჟიმის ჩამოშლის პარალელურად დაიწყებენ მისი წევრები გამოქცევას. მათ არცერთი მეზობელი ქვეყანა არ მიიღებს გარდა სომხეთის, რომელთანაც ირანს უვიზო მიმოსვლა აქვს. ხოლო იქიდან დიდი ნაწილი აუცილებლად მოადგება საქართველოს.
საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი გარდა რუსული ფულისა, რეცხავს IRGC – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, რეჟიმის ძირითადი საყრდენის ფულს.
სწორედ მათი ფირმებია მასობრივად დარეგისტრირებული საქართველოში და მათ აქვთ ნაყიდი ბინების მნიშვნელოვანი ნაწილი “არაბულ ქალაქებში”. ესენი არიან ისლამისტები და ტერორისტები, საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, ვინაიდან მათ აქვთ ბევრი ფული და ქოცები ფულისთვის საკუთარ დედასაც გაყიდიან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოვუშვათ არცერთი ირანელი”, – წერს სააკაშვილი.




