მიხეილ სააკაშვილი – ამბობენ: „სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი!“ – ხალხო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი?! 7 ნოემბერს პოლიციის მოქმედება რომ არ მომეწონა, პრეზიდენტობიდან გადავდექი და ვადა შევიმცირე!

ამბობენ: „სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი“! – ხალხო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი?! 7 ნოემბერს პოლიციის მოქმედება რომ არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ყველაფერში რუსი ოლიგარქისა და ს ხელი ერია, პრეზიდენტობიდან გადავდექი და ვადა შევიმცირე! – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, ვიდეო ჩართვისას.
სააკაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ 2012 წელს მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება მას, ვისზეც იცოდა, თუ საითკენ წაიყვანდა ქვეყანას.
“ამის მიუხედავად, სხვა რა გამოსავალი იყო, როცა თავად ხალხმა გადაწყვიტა ასე, რუსეთის ჩარევის შედეგად! მე ვარ ავტორიტარი?!
მე საქართველოს გავუხსენი მთელი მსოფლიოსთვის ჰორიზონტები, ქვეყანა ავიყვანე მსოფლიო რუკებზე. შევქმენით სრულიად ახალი განათლების სისტემა, რომელიც სწორედ თავისუფლებაზე დამყნობილ ქართულ გენს ავითარებდა და ავითარებს ჯერ კიდევ, ვიდრე ყველაფერს არ მოხურავენ. ესენი ყველაფერს მოხურავენ, თუ ეს ბრძოლა ბოლომდე არ მივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა დემონსტრანტი, ვინც დღეს აქციაზე დგას, ძალიან კარგად იძლევა ინტერვიუს ინგლისურ ენაზე, რის გამოც გული სიყვარულით ევსება.
„მეგონა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი და ახლა ყველანი ასეთი ხართ! ყველანი ასეთი განათლებულები ხართ! ყველანი ასეთი თვალანთებულები ხართ და ყველას გესმით თავისუფლების არსი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს