მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციამ ორი წელი ისე წარმართა ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, მათ დღეს ახალი კამპანიის წამოწყების რესურსი აღარ დაიტოვეს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციამ ორი წელი ისე წარმართა ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, მათ დღეს ახალი კამპანიის წამოწყების რესურსი აღარ დაიტოვეს
რაც შეეხება ს საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია, საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია.
საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი და დღეს ვხედავთ, რომ მან განაახლა მაღალი კალორაჟის საკვების მიღება, შესაბამისად, წონის პრობლემაც აღარ აქვს და გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ აპირებს, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.
აქედან გამომდინარე, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ყველანაირი საფუძველი გამოეცალა ოპოზიციას, თვითონ გააკეთეს ეს ყველაფერი, ორი წელი ისე წარმართეს ეს ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, დღეს ახალი კამპანიის წამოწყების და კამპანიების განახლების რესურსი აღარ დაიტოვეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე გახარიასა და „ლელოზე“ – რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მათი დავალებაა, შეძლებისდაგვარად განაგრძონ საბოტაჟი

“ლელო” და გახარიას პარტია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, მოქმედებენ მათი დღის წესრიგით, რაც გულისხმობს საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, ბაია პატარაიაზე და სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა

არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი, საზოგადოებას პროტესტი აქვს იმაზე, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით