მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

ექსპრეზიდენტ ს წარმომადგენელი, ქართველ ემიგრანტებს -ში, ბრუკლინში შეხვდა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრისას არსებულ პრობლემებსა და ქართველი ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ კონკრეტულ შეთავაზებებზე. ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალურად შევეცდები, რომ ამ ადამიანების მოთხოვნები შევასრულო, რადგან ისინი ითხოვენ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებას, საქართველოს თავისუფლებას და ნათელ მომავალს. ყველა მათი თხოვნა მაქსიმალურად გათვალისწინებული და შესრულებული იქნება “, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
აშშ-ში მცხოვრები ერთ-ერთი ემიგრანტი კი აცხადებს, რომ მომავალ წელს ხელისუფლების დამარცხება აუცილებლად მოხდება.
„2024 წელს ერთიანი ძალებით აუცილებლად მოვახერხებთ ხელისუფლების დამარცხებას. პრეზიდენტ სააკაშვილის გზავნილიც სწორედ ეს იყო-ერთობა, საერთო საქმის ირგვლივ გაერთიანება, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ამ ყველაფერს დაიწყებენ და გაგრძელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს