მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური! | გახარიას პარტიის მოთხოვნაზე

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა სამარცხვინო და ამორალურია.
“მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური! გახარიას პარტია ასე თუ აპირებს რეჟიმის შეცვლას, ან თავად ცდება, ან ამომრჩეველი შეჰყავს შეცდომაში. მიშას ვულოცავ დაბადების დღეს. თავისუფლებას და წარმატებას ვუსურვებ!” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
იხილეთ:
· გახარიას პარტია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, კლინიკიდან ციხეში გადაიყვანონ