მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება.
სხდომა საქალაქო სასამართლოში პირველ საათზეა ჩანიშნული. წესით, დღეს მიხეილ სააკაშვილმა საბოლოო სიტყვითაც უნდა ისარგებლოს, ამიტომ საინტერესოა გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას და ჩაერთვება თუ არა პროცესს კლინიკა “ვივა მედიდან”.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა