მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ქსენოფობიური განცხადებაა – ცოტნე ანანიძე

მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ქსენოფობიური განცხადებაა – ცოტნე ანანიძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „„რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი [ანაკლიის] პორტი ჩინელების ხელში – ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება“.
სხდომაზე სააკაშვილმა ისაუბრა რუსთავში ეკონომიკური ზონის ყაზახებისთვის გადაცემაზე და საქართველოში ჩინელების დასაქმებაზე. ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებას ქსენოფობიურს უწოდებს. „ბათუმის პორტი ყაზახურ კომპანიას ვინ გადასცა?! გარდა ამისა, ქსენოფობიური განცხადებაა“- წერს ცოტნე ანანიძე.
Next: ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია “ქართული ოცნების” მიერ დაბანილ-დავარცხნილებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია და უამრავი სხვა არსით მოღალატე, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, გარდა მონობისა

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას