ჰუმანიტარული აქცია ენგურის ხიდთან – მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად, ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში იმყოფება.
მედიკოსები ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევენ. კონსულტაციებზე მოქალაქეები დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდანაც გადმოდიან.
“ხედავთ, რომ აფხაზეთიდან გადმოდიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დღეს ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი გვერდით დგომა. იცით, რომ რუსეთის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სავალალო მდგომარეობაშია ჯანდაცვა და ენგურს მიღმა ჩვენი საქართველოს მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დღევანდელი დღით არ დასრულდება ჩვენი აქცია. მე უზრუნველვყოფ, რომ მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია იყოს ჩვენს ექიმებსა და მათ შორის, რადგან ეს მათ ძალიან სჭირდებათ. დღეს ვართ ჩვენ აქ და მთელი დღის განმავლობაში უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.