მიხეილ სააკაშვილის მანიფესტი და 11-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა | ენმ-ის საზეიმო ღონისძიებას ნიკა მელიას გუნდის წევრები არ დაესწრნენ
ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს “ნაციონალური მოძრაობა” ურთულესი პრობლემებით, მაგრამ ოპტიმისტური განწყობით ხვდება. საზეიმო მიღებაზე პარტია არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემოქმედის, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ყოფნა. საზეიმო შეკრებაზე არ მივიდნენ ნიკა მელიას გუნდის წევრები და ეს ნაბიჯი ღია კონფრონტაციის კიდევ ერთ ნიშნად ჩაითვალა. მითუმეტეს, რომ დღევანდელ შეკრებაზე პარტიამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს – 11-პუნქტიან სამოქმედო გეგმას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმა იქნება.