კვირას, 21 იანვარს, მესამე პრეზდტის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფი სოფელ რუხში ჩავა. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიუხედავად, გრძელდება ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჯაფარიძე აცხადებს რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეები უკავშირდებიან და მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ესაუბრებიან.
“კვირას – 21 იანვარს, 12 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში! კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ხელისუფლებას იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც მწვავედ დგას ენგურს მიღმა, საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ჩვენი ექიმების გუნდი მზად არის გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება თითოეულ მათგანს და გვერდით დაუდგეს ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქდეთ ყოფა, ჩვენი მიზანია გაგრძელდეს კომუნიკაცია ექიმებთან აქციის შემდეგაც, რადგანაც როგორც ჩემთვის ცნობილია სავალალო მდგომარეობაშია ჯანდაცვა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ადამიანები აფხაზეთიდან უპატრონობის განცდით, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი გადაწყვეტილების აუცილებლობაში, გელოდებით სოფელ რუხში კვირას 12 საათიდან თოდუას ქუჩაზე , ჩვენ ვართ ერთნი და ეს ერთობა ენგურის ხიდთან კიდევ ერთხელ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი უპირობო მხარდაჭერით”, – ამბობს ჯაფარიძე