მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო ს მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე
თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, – ამის შესახებ ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.
„თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება. შეიძლება იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს ძალოვანმა სტრუქტურებმა. მე მივესალმები, ეს უნდა გააკეთონ, უნდა გამოიძიონ სრულად“, – განაცხადა რამიშვილმა.
თავად დაკითხული გელა კახაბრიშვილი ამბობს, რომ გამომძიებლების შეკითხვები ეხებოდა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილს.
ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.
Next: დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას საავადმყოფოში მიიღებენ, ამისთვის მადლობა ს და მის გუნდს

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ