მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ის აქციების ღირებულება $24 მლრდ-ია – Fintech Leaders

მიხეილ ლომთაძის კომპანია Kaspi.kz-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომლის აქციების მთლიანი საბაზრო ღირებულება 24 მილიარდ დოლარს აჭარბებს და რომელიც Nasdaq-ზე და ყაზახეთის წამყვან ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ვაჭრობს. Kaspi.kz-ს 20 მილიონიან ქვეყანაში 15 მილიონი მომხმარებელი ჰყავს; მათი კლიენტების 2/3 მათ მომსახურებას ყოველდღიურად იყენებს; 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 4,2 მილიარდი დოლარი იყო, წმინდა მოგება მარჟით 45% და წელიწადში 50%-ით იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას Fintech Leaders ავრცელებს.
პორტალი წერს, რომ მიხეილ ლომთაძე საქართველოში დაიბადა. ბავშვობაში მის ოჯახს ფინანსური სირთულეები ჰქონდათ, მაგრამ მშობლებისთვის პრიორიტეტული შვილისთვის კარგი განათლების მიღება იყო და ყველა პირობა შეუქმნეს მიხეილს, რომ კარგი განათლება მიეღო. „განათლებაზე ძლიერმა ფოკუსირებამ მას ჩაუნერგა სწავლის ღრმა სურვილი და წარმატების მისაღწევად პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა, რაც მისი მამოძრავებელი ძალა გახდა მთელი ცხოვრების მანძილზე. 2006 წლიდან ყაზახეთში მიღწეული პროფესიული წარმატების მიუხედავად, მისი კავშირები საქართველოსთან და მის ოჯახთან მყარია“, – წერს გამოცემა.
ბოლო ათწლეულში ყაზახეთი ლიდერი გახდა უნაღდო ანგარიშსწორების სფეროში, მაჩვენებელი 15%-დან 2015 წლიდან 85%-მდე გაიზარდა. ეს განპირობებული იყო ძლიერი მობილური სერვისებისა და გადახდის გადაწყვეტილებების შემუშავებით, რომელსაც სათავეში უდგას ისეთი კომპანიები, როგორიცაა Kaspi.kz. მხარდამჭერმა საკანონმდებლო ბაზამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს ტრანსფორმაცია, რაც ქვეყანას ციფრული გადახდის ინოვაციების წინა პოზიციაზე აყენებს.
მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებას სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებს შორის ძლიერ თანამშრომლობას უკავშირებს.
Bloomberg-ის მილიონერების ინდექსში ლომთაძე მარტის შემდეგ 7 პოზიციით დაწინაურდა და 419-ე ადგილზეა 6.77 მლრდ დოლარი ქონებით.