მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz აშშ-ს ბირჟაზე გამოჩნდება

ლონდონის შემდეგ ნიუ-იორკი – მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz -ის საფონდო ბირჟაზე NASDAQ-ზე დაილისტება. კომპანიამ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაში (SEC) ამერიკულ საფონდო ბირჟაზე სადეპოზიტო აქციების პირველადი განთავსების (IPO) შესახებ თავდაპირველად განაცხადი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში შეიტანა.
Kaspi.kz-ის ცნობით, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სამომავლო განთავსების ზომა და ფასთა დიაპაზონი ჯერ დადგენილი არ არის, რაც საბაზრო და სხვა პირობებზე, ასევე, SEC-ის განხილვაზე იქნება დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის შესახებ Kaspi.kz-ის გეგმები ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში გახდა ცნობილი. მაშინ ყაზახური ბანკი ამ გადაწყვეტილების რამდენიმე უპირატესობაზე საუბრობდა, როგორიც არის აქციონერთა უფრო ფართო და მრავალფეროვანი ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა.
ლონდონის შემდეგ ნიუ-იორკი – მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz აშშ-ის საფონდო ბირჟაზე NASDAQ-ზე დაილისტება. კომპანიამ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაში (SEC) ამერიკულ საფონდო ბირჟაზე სადეპოზიტო აქციების პირველადი განთავსების (IPO) შესახებ თავდაპირველად განაცხადი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში შეიტანა.
Kaspi.kz-ის ცნობით, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სამომავლო განთავსების ზომა და ფასთა დიაპაზონი ჯერ დადგენილი არ არის, რაც საბაზრო და სხვა პირობებზე, ასევე, SEC-ის განხილვაზე იქნება დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის შესახებ Kaspi.kz-ის გეგმები ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში გახდა ცნობილი. მაშინ ყაზახური ბანკი ამ გადაწყვეტილების რამდენიმე უპირატესობაზე საუბრობდა, როგორიც არის აქციონერთა უფრო ფართო და მრავალფეროვანი ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა.
Kaspi.kz-ის აქციები ამჟამად ყაზახეთისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე ივაჭრება. ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების დღევანდელი ფასი 93,50 დოლარია, რაც 28,8%-იანი ზრდაა წლის განმავლობაში, 2023 წლის იანვრის დასაწყისში კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 72,6 დოლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის 16 ოქტომბრიდან ივაჭრება. IPO-ს დღეს კომპანიის ერთი აქცია 42,25 დოლარი ღირდა. ბირჟაზე დალისტვიდან ერთ წელიწადში კი, კომპანიის აქციების ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია – 2021 წლის 29 ოქტომბერს ერთი აქციის ფასი 145 დოლარი იყო. მაგრამ მოგვიანებით, ფასი მკვეთრად შემცირდა. კომპანიის აქციაზე ყველაზე დაბალი ფასი – 38,35 დოლარი 2022 წლის 3 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე kaspi.kz-ს აქციებმა ზრდა დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით, ფინტექ-კომპანიის ერთი აქცია 93,50 დოლარს ღირს.
companiesmarketcap-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის kaspi.kz-ს საბაზრო ღირებულება 17.7 მლრდ დოლარს შეადგენს. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში 975-ე ადგილს იკავებს. ზუსტად ერთი წლის წინ კი Kaspi 14.42 მლრდ დოლარი ღირდა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, ქართველი მიხეილ ლომთაძე ბანკს Kaspi-ის 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 657-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 4.5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, 2021 წელს კი ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა.
ცნობისთვის: Kaspi.kz ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
კომპანიის ბოლო, 2023 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Kaspi.kz-ს შემოსავალმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ 500 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 40%-იანი ზრდაა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
წყარო: bpn.ge