მიხეილ ლომთაძემ Kaspi.kz-ის ახალი პროდუქტი წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს ხელისგულით გადახდის საშუალებას აძლევთ

31 ოქტომბერს ალმატში გამართულ Kaspi.kz-ის პრეზენტაციაზე, კომპანიის თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ
“ხელით გადახდის” სისტემა წარადგინა.
Kaspi Alaqan Kaspi.kz-ის უახლესი განვითარებაა, რომლისთვისაც საკმარისია ხელი მიიტანოთ ტერმინალთან და თანხა ანგარიშებიდან ავტომატურად ჩამოიჭრება- ბარათის, ტელეფონის ან ინტერნეტის გარეშე.
ამასთან Kaspi Alaqan საშუალებას აძლევს მომხმარებელს პირადობა Kaspi ბანკომატში გადაამოწმონ.
სახელისთვის კომპანიამ ყაზახური ენა გამოიყენა, რომელიც კარგად გამოხატავს სერვისის იდეას. ყაზახურად „Алақан“ „ხელისგულს“ ნიშნავს..
ლომთაძის თქმით, ტექნოლოგია სიმარტივეს და მაღალ უსაფრთხოებას აერთიანებს.
,,ხელით გადახდა სრულიად უსაფრთხოა. თითოეული ხელი უნიკალურია, Kaspi Alaqan კი ინფორმაციას გაშიფრულ ციფრულ კოდად გარდაქმნის, რომელიც ინახება Kaspi ბაზაში და უზრუნველყოფს მომხმარებლის იდენტიფიკაციას”,- განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.
Kaspi Alaqan დეკემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი ალმატში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით.