2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მიზანი არის, რომ “ნაცმოძრაობამ” თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად, ისევე როგორც “ოცნებამ” თავის სატელიტებიანად, ერთად ჯამში 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის მთავარი ამოცანაა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება ხელში არ ჩაიგდონ.
„ჩვენთვის “ნაცმოძრაობა” მხოლოდ სახელწოდება, სახელი და გვარი ან კონკრეტული პიროვნება არ არის. “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენთვის არის ქცევა – ვისთან არ შეიძლება კოალიციის გაკეთება, ვის არ შეიძლება, რომ ანდო ქვეყანა. ჩვენი პოზიცია არის ასეთი – 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მიზანი არის, რომ “ნაცმოძრაობამ” თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად ისევე როგორც “ოცნებამ” თავის სატელიტებიანად, ერთად ჯამში 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ, არცერთს არ უნდა ჩაუგდო ძალაუფლება ხელში. ეს არის ჩვენი ამოცანა.
“ნაცმოძრაობა” ჩვენთვის არის ცალსახად წითელი ხაზი”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.