მიხეილ დაუშვილი – სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ახალი პროპაგანდისტულ-პიარული ხაზის დალაგების ნიშნებს ატარებს – სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე მსგავსი შინაარსის განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.
როგორც დაუშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ნახა, ამიტომ ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე სუს-ის განცხადების ნდობა რთულია.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსი შინაარსის განცხადებას უკვე მერამდენედ ვკითხულობთ. იმისათვის, რომ სუს-ის განცხადებას ნდობა გააჩნდეს, საჭიროა ფაქტები და მტკიცებულებები. ნდობა ამის გარეშე ვერ იქნება.
როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ახალი პროპაგანდისტული ხაზი – ჯერჯერობით ასე ჩანს.
არსებობს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ არის ფაქტები და მტკიცებულებები – რაღაც პროპაგანდისტული ხაზი ლაგდება”, – განაცხადა დაუშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ი იძიებს ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.