მიხეილ დაუშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე – რას ნიშნავს, „სუპერ პაკი“? – რამხელა ბედნიერებაა, რომ იმ 25 ადამიანში ჩვენც გაგვითვალისწინეს

რას ნიშნავს, „სუპერ პაკი“? – რამხელა ბედნიერებაა, რომ იმ 25 ადამიანში ჩვენც გაგვითვალისწინეს, – ასე ეხმაურება ს ინიციატივას პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.
დაუშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, ნუ აძლიერებენ „ქართულ ოცნებას“ და ნუ არიან მათი პარტნიორები.
როგორც დაუშვილმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს.
„არ გვინდა, არ გვაინტერესებს. რა ხდება „ნაცმოძრაობაში“, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებას“ ნუ აძლიერებენ და მათი პარტნიორები ნუ იქნებიან და ნუ არიან. რა „სუპერ პაკი“, რის „სუპერ პაკი“ – ცოტა ზეციდან დაეშვან, მიწაზე ჩამოვიდნენ და რაც რეალურია, იმაზე ისაუბრონ. რა „სუპერ პაკი“, რა იდეების გენერატორი?! – ჩვენი მოქალაქეებისთვის „ნაცმოძრაობა“ წარსულის პოლიტიკური ძალაა და გააცნობიერონ, ამას შეეგუონ. დაიშლებიან? – უნდა დაიშალონ. არ შეიძლება, ეს ძალა ასეთი ფორმით არსებობდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასო ურუშაძე – ივანიშვილი თვლის, რომ „მაფიოზური კლანის“ ბოსია და დადგა მომენტი, როცა იმ ფულის შეკრება გადაწყვიტა, რომელიც მისი ავტორიტეტის გამოყენებით კეთდებოდა, კალაძე კი თვითონ დაბრუნდეს სამტრედიაში და დაიწყოს ცხოვრება ნულიდან

მიხეილ სააკაშვილი – მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ივანიშვილის სადამსჯელო ორგანოების წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს – ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს