პრემიერის მისამართით შეძახილებზე – როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს

როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს, – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის” წევრი, , გუშინდელ შემთხვევას, როდესაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღონისძიებაზე „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გამოსვლას შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.
მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ქცევის შედეგია.
„როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს. ეს მოხდა გუშინ. ეს არის იმის შედეგი, როგორც იქცეოდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე, იქცეოდა „ოცნება“. ზე რა გითხრათ – რაც არის, ეგ არის.
ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგი ხედვა აქვთ, ვინ არის კატეგორიულად მიუღებელი და ვინ მისაღები ფიგურა.
საერთოდ, არანაირი ძალადობა უკვალოდ და უშედეგოდ არ ქრება. ეს არის იმ აგრესიისა და ძალადობის კონკრეტული შედეგი, რომელიც „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების მიმართ განახორციელა. გუშინ ამის შედეგი დავინახეთ.
ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სამწუხაროა. “ოცნება” რა დონემდე დაეშვა, რომ ეს ვნახეთ გუშინ და როგორი მიუღებელი გახდა ხალხისთვის”, – განაცხადა დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად