– „ოცნება“ ხვდება, რომ მაჟორიტარული სისტემის გარეშე მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა – ვინაიდან ამას ხვდებიან, ცდილობენ, მაჟორიტარულის მიმსგავსებული მოდელი შექმნან

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ს განცხადებით, „ქართული ოცნება“ „საარჩევნო კოდექსში“ დაანონსებული ცვლილებებით, თვითონვე აღიარებს, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების რესურსი აღარ გააჩნიათ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხვდებიან, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ ყველა რესურსი სჭირდებათ იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.
„ოცნება” ხვდება, რომ მაჟორიტარული სისტემის გარეშე მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა. ვინაიდან ამას ხვდებიან, ცდილობენ, მაჟორიტარულის მიმსგავსებული მოდელი შექმნან. არა მხოლოდ ეს, მათ შორის, 40%-იანი ბარიერის მოხსნა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მეტყველებს პირდაპირ იმაზე, რომ დღეს “ოცნება” თვითონვე აღიარებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია. მათ არჩევნებში გამარჯვების რესურსი აღარ გააჩნიათ. ამ ყველაფერს თვითონვე აღიარებენ იმ ცვლილებებით, რასაც ახორციელებენ. ამის ნათელი დადასტურება იყო საარჩევნო კოდექსის წინა ცვლილებებიც. უბრალოდ, ეს ხალხი ხვდება, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ ყველა რესურსი სჭირდებათ იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ,” – განაცხადა დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიას – ჩვენს ე.წ. კოლეგებს გილოცავთ ბედობას, დაგებედათ „ნაცმოძრაობის“ შეკვეთების გამოტანა პარლამენტში – თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა! გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთ!

ირაკლი კობახიძე – ქალბატონ კალასს კითხვა დაუსვეს ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით, რაზე პასუხსაც გვერდი აუარა, რადგან პასუხი არ არსებობს – თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტია, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით იყენებს