მიხეილ დაუშვილი – „ოცნება“ ფაქტობრივად, ცესკოს იფორმებს – თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს დაქვემდებარება?

ამ გადაწყვეტილებით, „ოცნება“ ფაქტობრივად, იფორმებს ს – თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს დაქვემდებარება? – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზეა.
როგორც დაუშვილი აღნიშნავს, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით “ქართული ოცნება” კიდევ უფრო მეტად აზიანებს ნდობას ცესკოს მიმართ, რაც შესაბამისად, ს შედეგების მიმართ ნდობაზე აისახება.
“როდესაც გვიმტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდიან ისეთი მხარდაჭერა აქვთ… თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს გადაფორმება? აქ ხომ ლოგიკა არ არის. თუ ასეთი მაგარი ხარ, თუ ბევრი ხალხი გიჭერს მხარს, მაშინ რატომ დაგჭირდა, რომ ცესკოს პირდაპირ დაიქვემდებარო? არათავსებადია ეს ყველაფერი და პირდაპირ მიუთითებს, რომ მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზე არიან,” – განაცხადა დაუშვილმა.
შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ