მიხეილ დაუშვილი – „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას აზიანებს კი არა, უფსკრულში მიათრევს – ეს რადიკალიზმი, ეს პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს

„ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას აზიანებს კი არა, უფსკრულში მიათრევს – ეს რადიკალიზმი, ეს პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც წყალტუბოში “ქართული ოცნების” წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ყველაფერში ორი პასუხისმგებელი მხარე არსებობს – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
„ჩემთვის ახლა მთავარი რა არის ამ ყველაფერში – ვხედავ, რომ ამ პროცესში ორი პასუხისმგებელი პირი არსებობს. ერთი არის „ოცნება“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ქვეყანა ისეთი დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანეს, რომ ასეთ უმძიმეს ტრაგედიებამდე მივდივართ. ორივე ძალა უკვე ამ ქვეყანას აზიანებს კი არა, უფსკრულში მიათრევს. ამიტომაც ვეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს რომ ეს რადიკალიზმი, ეს პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს” – განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”