მიხეილ დაუშვილი – ის რაც ვიხილეთ, მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა! – ეს ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც აშშ-ს მტრად მოიხსენიებს და ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა

ის რაც ვიხილეთ, მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა! – ეს ის ა, რომელიც -ს მტრად მოიხსენიებს და ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, – ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ყოფნას, სადაც შეძახილები “სიკვდილი ამერიკას”, “სიკვდილი ისრაელს” ისმოდა.
დაუშვილის შეფასებით, ტრაგედიაა არა ირანში ჩასვლა, არამედ ქვეყნის მეგობრების მტრებად გამოცხადება.
“ირაკლი მ ყველაზე ახლო მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი დამცველი არიან, მტრად გამოგვიცხადა. მტრებად ასეთ ქვეყნებს გვიცხადებენ! ის, რაც ვიხილეთ მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა.
ახლა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ესაა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ახლოს დგომა და მათთან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ გვჭირდება ინტერესთა დაბალანსება და არა ის, რასაც დღეს “ქართული ოცნება” აკეთებს, რომელიც ყველა ნამდვილ მეგობართან გვაშორებს.
სტაბილურობას “ოცნება” ვერ უზრუნველყოფს – მას ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ, რაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენი სუვერენიტეტისთვის”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”