მიხეილ დაუშვილი – დღევანდელი გადაწყვეტილება მადლობასაც კი იმსახურებს – საარჩევნოდ საქმე მნიშვნელოვნად გაგვიმარტივდა

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში რაც ხდებოდა, ყველაფერზე პასუხისმგებელი თვითონ იყო, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაყენებით, ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე საქმე გაუადვილა.
„ღარიბაშვილი კი არ გადადგა, რა თქმა უნდა, ივანიშვილმა გაუშვა. ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ რეალურად პრემიერ-მინისტრი თვითონ იყო, გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდა.
რაღაც კუთხით, შეიძლება, მადლობასაც კი იმსახურებდეს, მისი დღევანდელი გადაწყვეტილება, ალბათ, საქმე მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა საარჩევნოდ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან უშვებდე ადამიანს, რომელსაც „ქართული ოცნების“ რაღაც მაინც გააჩნია – „ქოცია“ და ამ დროს, ნიშნავდე ადამიანს, რომელსაც არავითარი რეიტინგი არ გააჩნია, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეს ადამიანი [] უარყოფითი რეიტინგის მატარებელია, არა მხოლოდ საზოგადოებაში, თვითონ „ოცნებაშიც“ კი. საინტერესოა, საერთოდ, რა იყო ამ გადაწყვეტილების რაციონალი.
რაღაც კუთხით ღარიბაშვილის მდგომარეობაში შევდივარ, ემპათია მიჩნდება. წარმოიდგინეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენი ცუდი რამ გააკეთა, თან გააკეთებინეს. მაგალითად, რა ილაპარაკა ში ომი რომ დაიწყო. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ იკადრა, აკადრეს და ამის მიუხედავად, რა ფორმით გაუშვეს, თან გააგდეს. რეალურად უბრალოდ ადგა და კიდევ ერთხელ გააგდო.
ცოტა ხანში რომ ს დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად, რაღაც კუთხით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაა. პრემიერად ნიშნავდე ადამიანს, რომელსაც მოქალაქეების მხარდაჭერა არ გააჩნია, უარყოფითი რეიტინგიც კი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების აზრი საერთოდ არ გაინტერესებს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად