მიხეილ დაუშვილი – გახარიას გუნდის წინააღმდეგ კამპანიაში „კოლექტიური ნაცები“ და „კოლექტიური ოცნება“ ერთად მოქმედებენ – ეს კამპანია წამოიწყო ლევან ბეჟაშვილმა, გააგრძელა ნიკა გვარამიამ და “ოცნების” პროპაგანდამ

გახარიას გუნდის წინააღმდეგ კამპანიაში „კოლექტიური ნაცები“ და „კოლექტიური ოცნება“ ერთად მოქმედებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატის ს განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად.
„არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ.
გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და “ოცნების” პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ჩვენი დაზიანების მცდელობაა, ჩვენი დაზიანება კი თანაბრად შედის როგორც კოლექტიური “ოცნების”, ასევე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ინტერესებში.
“ნაცმოძრაობასთან” (მათ შორის და ) არც არჩევნებამდე და არც ს შემდეგ ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა, რადგან ჩვენს შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსა და მომავალთან მიმართებით.
ეს კამპანია გუშინ წამოიწყო ლევან ბეჟაშვილმა, გააგრძელა ნიკა გვარამიამ და “ოცნების” პროპაგანდამ.
ეს მავნე განცხადებები საეჭვოდ მოკლე დროში გარდაიქმნა პროდუქტად “ოცნების” პროპაგანდული მედიების ტყუილისთვის. ყველას, ვინც ამ ტყუილით და მავნე სპეკულაციებითაა დაკავებული, ვურჩევთ საკუთარ პარტიებს და პოლიტიკურ ცხოვრებას მიხედონ.
#ნუგვეტენებით
“კოლექტიური ნაცმოძრაობა” და “კოლექტიური ოცნება” ერთად ცდილობს ჩვენს დაზიანებას, რადგან კარგად იციან, ვის უჭირავს ხელში მათი დამარცხების გასაღები“,- აცხადებს დაუშვილი.