მიხაილ როთი – ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ – მსურს თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ, თავისუფალი იქნებით ორშაბათს?

ძვირფასო , ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როთი ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ “ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს” და არ იცის, “როგორ მოიცალა საქართველოსთვის”.
“ძვირფასო ირაკლი , ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ. მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? მოდით შევხვდეთ და ვისაუბროთ.
მსურს თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ. თავისუფალი იქნებით ორშაბათს?” – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ