მიხაილ როთი – შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში როთი პრეზიდენტს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი მასთან აუდიენციაზე უარი თქვა…
რა მიზნით და მესიჯებით ჩამოვიდა საქართველოში, როგორ პასუხობს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას, რომელიც, როგორც მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ისე უშუალოდ მის პერსონას შეეხება, რა სათქმელი აქვს არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრისთვის – მიხაილ როთმა „ინტერპრესნიუსსა“ და „პალიტრანიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა…
– ბატონო როთ, საქართველოში თქვენი ვიზიტი მიმდინარე კვირის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. ვიზიტის ფარგლებში თქვენ არაერთი შეხვედრა გამართეთ. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრებს, რა იყო თქვენი დისკუსიის ძირითადი თემები და როგორია თქვენი, როგორც გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის მთავარი მესიჯები?
– უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო უამრავ ადამიანს ქუჩაში, რესტორნებში, კაფეებში, რომლებიც ძალიან მეგობრულად და კეთილგანწყობით მიღებენ. მე ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ვისწავლე ამ საოცარი ქვეყნის სიყვარული, რომელიც ევროპის გულს ეკუთვნის. მე აქ ვარ და ეს არის ჩემი მარტივი მისია, გავაკეთო ყველაფერი, რომ მხარი დავუჭირო ამ შესანიშნავ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ბევრი ანტიდემოკრატიული ღონისძიება გატარდა და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ მცირე როლის შესრულებას ამ ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაცოცხლებთ საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.
– თქვენს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება. მათი თქმით, თქვენ აქ მხოლოდ ოპოზიციის მხარდასაჭერად ხართ ჩამოსული, თქვენს ვიზიტს არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებენ და და ამიტომაც უარი თქვეს თქვენთან შეხვედრაზე. რას უპასუხებდით კრიტიკას, რომ თქვენ აქ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ხართ ჩამოსული და რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქამდე არ შეგხვდებათ, ვიდრე „ბოდიშს არ მოიხდით?“
– გმადლობთ კითხვისთვის. მაინტერესებს, რატომ აქვთ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას ასეთი დაბალი თავდაჯერებულობა. 26 წელზე მეტია პოლიტიკაში ვარ, ყოველთვის ჩართული ვიყავი საგარეო და ევროპულ პოლიტიკაში. ჩემი სამუშაოს აღწერილობის ნაწილია გამგზავრება სხვა ქვეყნებში, არა სწავლების მიზნით, არამედ ერთმანეთის მოსმენისთვის. ყოველთვის, ყოველთვის და ყველგან ვხვდები ხელისუფლების, პარლამენტის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებს, გარდა მსოფლიოს ერთი ქვეყნის, ეს არის საქართველო. ცხადია, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას არ სურს და არ შეუძლია ჩემთან შეხვედრა. კრიტიკა არ ნიშნავს ქვეყნის ან კოლეგების შეურაცხყოფას. კრიტიკა არის დემოკრატიის არსი და მე ვგრძნობ ამას ხალხის წინაშე, აქ, ქვეყანაში. ისევ და ისევ, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების მომხრეა. მაგრამ მე აქ ვარ გერმანიის ბუნდესტაგის უმრავლესობის სახელით. ჩემი შეხედულება მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე არის ზუსტად ის, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა, ევროკავშირის ინსტიტუტები უგზავნიან თბილისს. ასე რომ, ცოტა უცნაურია ჩემი დახატვა, როგორც მარგინალური ხმის.
მე არ ვარ იზოლირებული. ამ მთავრობას ეს შესანიშნავი ქვეყანა იზოლაციაში მიჰყავს. შეიძლება იმიტომ არ მოვწონვარ, რომ სოციალ-დემოკრატი ვარ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, როდესაც მაისში ვიყავი აქ, ვიყავი მრავალპარტიული დელეგაციის წევრი ევროპის მრავალი ქვეყნიდან, ჩვენ წარმოვადგენთ ეროვნულ კონსერვატიულ პარტიებს, ლიბერალურ პარტიებს, კონსერვატიულ პარტიებს და მე ვიყავი ერთადერთი სოციალ-დემოკრატი. ორი კვირის წინ ამ ქვეყანას ეწვივნენ მაღალი რანგის პარლამენტარები, ძალიან მნიშვნელოვანი პარლამენტარები გერმანიის პარლამენტიდან, ის წარმომადგენელი იყო საგარეო საქმეთა საკითხებში და მთავრობაში არავის სურდა მათთან შეხვედრა. ჩემი დევიზი 26 წელზე მეტია არის ის, რომ დიალოგი არის გასაღები. ყოველთვის სჯობს ერთმანეთს ვესაუბროთ, ვიდრე მხოლოდ ერთმანეთზე ვილაპარაკოთ. მე მუდამ მზად ვარ პრეზიდენტთან, სხვა პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან შესახვედრად.
– მიმდინარე წელს რელიგიასთან დაკავშირებით თქვენს განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებისა და სასულიერო პირების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით თქვენ იკითხეთ, თუ როგორ შეიძლება საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე ნათელი მომავალი შეიქმნას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. ივნისში კი სოციალურ ქსელში დაწერეთ: „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“. ეს განცხადება ერთ-ერთია, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თქვენგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. იმ რეაქციის გათვალისწინებით, რაც თქვენს ამ პოზიციას საქართველოში მოჰყვა, დღეს რას იტყოდით? კვლავ იგივეს თუ თქვენივე განცხადებას ოდნავ მაინც დააკორექტირებდით? (რამდენად გამართლებული იყო თქვენი მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია და რომელთათვისას ეკლესიასა და რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან სენსიტიურია?)
– მე სრულიად მესმის ეს, რადგან მეც მგრძნობიარე ვარ, თუ საქმე რელიგიას ეხება. მე მჯერა ღმერთის. მე ვარ ძალიან აქტიური პროტესტანტი ქრისტიანი. ჩემი აღქმა ისეთია, რომ მე პირადად უფრო ხშირად დავდივარ ჩემს ტაძარში და უფრო ხშირად ვსტუმრობ ჩემი ეკლესიის მსახურებას, ვიდრე ყველა ეს ადამიანი აქ, თქვენს ქვეყანაში, რომლებიც მაკრიტიკებენ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების გამო. ყველა ლიბერალურ დემოკრატიაში არის ერთი ურთიერთგაგება.
რელიგიის თავისუფლება და რელიგიის ან ეკლესიის კრიტიკის უფლება ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა. ეკლესიას რელიგიური მიზეზების გამო არ ვაკრიტიკებდი. არა, მე უბრალოდ ხაზგასმით აღვნიშნე ის, რაც მასწავლეს თქვენს ქვეყანაში ხალხმა, რომ ეკლესია არ არის მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ასევე არის პოლიტიკური აქტორი. დემოკრატიაში ეკლესიის კრიტიკა ნორმალური მოვლენა უნდა იყოს, თუ ეკლესია შემოდის პოლიტიკურ ასპარეზზე. მე როგორც რელიგიური ადამიანი, სხვებისგან ველი, რომ პატივს სცემენ ჩემს რელიგიას, ჩემს ეკლესიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე კრიტიკოსი ვარ. ეს დემოკრატიის ძალიან უცნაური გაგებაა.
– თქვენს მიერ სხვადასხვა საკითხზე გაკეთებული განცხადებების კრიტიკის გარდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა არსებობს უშუალოდ თქვენს პერსონასთან დაკავშირებითაც და ალბათ, ამის შესახებ თქვენ უკვე გაქვთ ინფორმაცია. მათ შორის თქვენ მათი მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხართ, როგორც LGBT თემის აქტიური დამცველი. რას ფიქრობთ იმ კამპანიაზე, რომელიც თქვენს წინააღმდეგ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს?
– ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვისწავლე ამ ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, არის მათი ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ღიაობის ხანგრძლივი ისტორია. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იამაყოს მრავალ ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და ასევე სექსუალურ უმცირესობებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრებით და ამიტომაც ვარ შოკირებული, რომ მმართველი პარტია ცდილობს აქ ხალხის LGBTIთემის წინააღმდეგ მანიპულირებას. არ აქვს მნიშვნელობა არატრადიციული ორიენტაციის ხართ თუ არა, ეს მე არ მაინტერესებს, მაგრამ ჩვენი საერთო ვალდებულებაა პატივი ვცეთ უმცირესობებს. სწორედ ამას ველოდები ამ პოლიტიკოსებისგან და ეს უნდა იყოს ნორმა ევროკავშირში. ჩვენ უნდა ვიყოთ მრავალფეროვანი ყოველგვარი შიშის გარეშე და ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი აქ, თქვენს ქვეყანაში, თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო. ეს ანტი- LGBTIკანონი სირცხვილია და გთხოვთ, დაუბრუნდეთ საქართველოს საამაყო ისტორიას, რათა პატივი სცეთ ადამიანებს განურჩევლად მათი სახისა, წარმომავლობისა, სქესისა და სექსუალური იდენტობისა. ეს აძლიერებს ქვეყანას.
– პირველი აგვისტოდან ქვეყანაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდა. კანონი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. თქვენ ამ კანონის მიღების აქტიური მოწინააღმდეგე იყავით. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვენ მას „დემოკრატიული კულტურის საწამლავი“ უწოდეთ და თქვით, რომ კანონი უნდა გაუქმდეს. იქნებ, კიდევ ერთხელ განმარტოთ რატომ? რა პრობლემას ხედავთ ამ კანონის მოქმედებაში? რატომ ფიქრობთ, რომ ის გააუარესებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა და მსგავსი კანონი არაერთ დასავლურ ქვეყანას აქვს?
– მე უბრალოდ ვიწვევ პოლიტიკურ ლიდერებს აქ, თქვენს ქვეყანაში, რომ ყურადღებით მოისმინონ ევროკომისიის ნათქვამი. ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არის, თუ ეს ქვეყანა არ გაიწვევს ამ კანონს. მე კარგად ვიცნობ ამ კანონს, რადგან ბევრ ავტორიტარული რეჟიმს, როგორიცაა , მთელ მსოფლიოში შემოაქვს ასეთი კანონი. არავის სჭირდება ასეთი კანონი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების სტიგმატიზაციისთვის. მე არ მესმის, რატომ არ ამაყობენ თქვენი ქვეყნის ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ამ მდიდარი გარემოთი. ამ მხრივ, საქართველო მისაბაძი მაგალითია მრავალი სხვა ქვეყნისთვის. იამაყეთ ნათელი, მაგრამ ასევე კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების გარემოთი. მინდა დაგარწმუნოთ, როცა ჩემს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან ვკონტაქტობ, ისინიც მაკრიტიკებენ. ეს ნორმალურია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საოცარი ინსტიტუციები, ორგანიზაციები, სრულად შეესაბამება ქართული საზოგადოების სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში, გახდნენ ამ საოცარი ოჯახის ნაწილი, რომ ეს ორგანიზაციები არ დანებდებიან.
რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას აქვს მსგავსი კანონები, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ტყუილია. ასეთი კანონი მიიღო უნგრეთის მთავრობამ და უნგრეთის მმართველმა პარტიამ, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ უნგრეთს ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნა: „თქვენ უნდა გააუქმოთ ეს კანონი“ და ზუსტად ასე მოხდა. შეწყვიტეთ ეს შეთქმულების თეორიები. შეწყვიტეთ ეს ტყუილი. უბრალოდ დააბრუნეთ საქართველო სიმართლის, ფაქტებისა და ციფრების საერთო ნიადაგზე და არ გაავრცელოთ სიცრუე.
– იმ ფონზე, როცა უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს შესაბამის რეესტრში რეგისტრაცია უწევთ, საქართველოს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ 9 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი საგრანტო პროგრამები მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან დაფინანსდება და ამ მიზნით მრავალი მილიონის გამოყოფა იგეგმება. ამასთან, პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ვინც “რუსული კანონის” რეესტრში არ დარეგისტრირდა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტი არ უნდა მიიღონ და ეს ინიციატივა მხოლოდ იმ არასამთავრობოებმა უნდა გაიზიარონ, ვინც კანონს ემორჩილება. ეს იდეა არასამთავრობო სექტორის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მოქცევის მცდელობად ფასდება საქართველოში… თქვენ როგორ უყურებთ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის ამოქმედების ინიციატივას?
– მეტი ფული, მეტი ფინანსური მხარდაჭერა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ძალიან მისასალმებელია. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს ორგანიზაციები უნდა იყვნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი. არანაირი ზეწოლა გარედან, არანაირი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ კარგი, თუ მთავრობა მზად არის გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა, რატომაც არა? მაგრამ ისევ მათ უნდა აჩვენონ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობით.
– ახლახან, -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა “საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილეობის” მიზეზით 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. სანქციები ამოქმედებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, ასევე “ალტ ინფოს” ლიდერების – კონსტანტინე მორგოშიას და ზვიად მახარაძის წინააღმდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით კვლავ შეშფოთებულია. როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური მესიჯია ვაშინგტონის მიერ საქართველოში მოქმედი მაღალჩინოსნების და არა მხოლოდ თანამდებობის პირების მიმართ სხვადასხვა სახის შეზღუდვების დაწესება? ამავე დროს, ევროპაში რას ფიქრობთ სანქციებზე? – იმაზე, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები უკვე აკეთებს საქართველოში პერსონალიების დონეზე?
– ეს არის კიდევ ერთი ძალიან საგანგაშო მოწოდება ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების მიმართ. არ დაგავიწყდეთ, რომ აშშ საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი და საიმედო მოკავშირეა. ჩვენ, როგორც ევროკავშირს გვაქვს კიდევ ერთი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი და ეს არის ევროკავშირის პერსპექტივა. ნება მომეცით,ძალიან მკაფიოდ ვიყო. თუ ამ ქვეყანაში გარდამტეხი მომენტი არ იქნება, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არის. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური სანქციები. მაგრამ მე ძალიან ვწუხვარამის გამო, რადგან არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ამ ქვეყნის ხალხსაც მოუწევს ძალიან მაღალი ფასის გადახდა. ზუსტად ეს არ მინდამოხდეს. მინდა დაგეხმაროთ,რომ საქართველოს ჰქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი რაც შეიძლება მალე. დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა საბოლოოდ მიხვდება, რას ნიშნავს ეს და დაუყოვნებლივ შეწყვეტს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას.
არ მინდა, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. მე ეს არ მინდა, რადგან არ მინდა, რომ ახალგაზრდა თაობამ გადაიხადოს ძალიან მაღალი ფასი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის შეცდომებზე. მე მომხრე ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დაცვის. ეს არის ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ინტერესებში.
– საქართველოს საპარლამენტო ს გამართვამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც თქვენ გაქვთ, რამდენად ფიქრობთ, რომ საარჩევნო გარემო თანაბარი და სამართლიანია?
– ეს არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის არჩევნები არა მხოლოდ სახელმწიფოს კეთილდღეობის მომავალზე, ჩვენს განათლებაზე, სკოლებზე, საცხოვრებლებზე. ეს რეფერენდუმია ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ხალხს აქვს მკაფიო არჩევანი, დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი, ევროპული პერსპექტივა თუ იზოლაცია, თავისუფლება, ევროპული ცხოვრების წესი თუ რუსული ცხოვრების წესი. ასე რომ, ეს ხალხის გადასაწყვეტია და ამიტომ ველოდები და არა მარტო მე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ამ ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტებისგან ველი, რომ საშუალებას მისცემენ საერთაშორისო დამკვირვებლებს და ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს დააკვირდნენ საარჩევნო უბნებზე მუშაობას, შეასრულონ თავიანთი სამუშაო.
– თქვენი აზრით, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს, რაშიც თავად მმართველი პარტია დარწმუნებულია, როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის დასავლური პერსპექტივები? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მმართველი გუნდის კვლავ ხელისუფლებაში დარჩენამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე?
– დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო კვლავ გახდება ევროპის ნამდვილი დედაქალაქი. მე მჯერა ხალხის პროევროპული ერთგულების, ამიტომ არ მსურს ვარაუდი შესაძლო შედეგის შესახებ. მაგრამ მე ველი, რომ ყველა პარტია და ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი პატივს სცემს შედეგს. ეს ნორმალური უნდა იყოს მოქმედ დემოკრატიაში.
– დაბოლოს, როგორ შეაფასებდით საქართველოს ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკურ ვექტორს იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლების მანძილზე ქვეყანა კიდევ უფრო მეტად ეკონომიკურად დამოკიდებული გახდა რუსეთზე, პარალელურად კი ცდილობს ჩინეთთან დაახლოებას. რამდენად ეთანხმებით უკვე გავრცელებულ შეფასებას, რომ ხდება საქართველოს მთავარი საგარეო პარტნიორების, ვაშინგტონისა და ბრიუსელის პეკინითა და მოსკოვით „ჩანაცვლება“?
– არ არის საჭირო ჩემი მხრიდან თქვენს ქვეყანაში ხალხს რაიმე ვასწავლო, რადგან ქართველებმა ბევრად მეტი იციან, ვიდრე სხვებმა ევროპაში, რას ნიშნავს სინამდვილეში რუსული იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი. თქვენი ტერიტორიის 20% არის რუსეთის კონტროლის ქვეშ მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში. ეს სირცხვილია. ამ ქვეყნის მომავალი და ადგილიევროპის გულშია. დიახ, ზოგჯერ ჩინური ფული საინტერესოა, კარგად გამოიყურება, ძალიან მარტივია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ის, რაც პეკინისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის დამოკიდებულება. ისინი დემოკრატიაში არ არიან. ისინი არ არიან თავისუფლებაში. ისინი არ არიან კანონის უზენაესობისკენ. ისინი უბრალოდ ეკონომიკურ თანამშრომლობაში არიან იმისთვის, რომ საქართველოსნაირი დემოკრატია დააახლოონ ისეთ ავტორიტარულ რეჟიმთან, როგორიც ჩინეთია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მთლიანად შევწყვეტთ ან გავწყვეტთ ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს ჩინეთთან. მაგრამ რისკის შემცირება ჭკვიანური სტრატეგიაა. ასე რომ, თუ ჩვენ ვითანამშრომლებთ ჩინეთთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ყველამ თქვენს ქვეყანაში უნდა იცოდეს, რომ ჩინეთი გამოგიგზავნით ჩეკსდა თქვენ უნდა გადაიხადოთ ანგარიში.
მე საკმაოდ კარგად მესმის მმართველი პარტიის და სრულიად არ ვეთანხმები იმ პარტიას, რომელსაც სურს შეაჩეროს ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. არავითარი გაუგებრობა არ არის. არის პოლიტიკური დაპირისპირებები და ეს ძალიან სამართლიანად უნდა განვიხილოთ ღიად და გამჭვირვალედ და ამიტომ ვარ აქ.
ბექა ბერიაშვილი
„ინტერპრესნიუსი“

ასევე დაგაინტერესებთ