მიხაილ როთი – მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს, ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები – ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ

მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები – ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ შეხვდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას.
მისი თქმით, დელეგაციის წევრები საქართველოში იმყოფებიან, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და ცოცხალი დემოკრატიის პირობებში, წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში ნორმალურია.
როთის თქმით, საქართველოში ჩატარებული ს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს და ისინი უცხოური დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
„ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი მივეღეთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ როგორც საქართველოს ხალხის მეგობრები და ცოცხალი დემოკრატიის პირობებში, წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში არის ნორმალური. ეს არის არსი. ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები. ჩვენ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ ზოგჯერ უთანხმოებაც არსებობს. მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები.
მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ დამოკიდებულ გამოძიებას. ეს არის ერთადერთი შანსი, აღდგეს ნდობა“, – განაცხადა როთმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!