მიხაილ როთი – თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება – საქართველოში ის უკვე გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაშია

თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება, საქართველოში ის უკვე გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაშია. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება. საქართველოში ის უკვე გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაშია. ახლა უკვე საკმაოდ სახიფათოა საქართველოში ჟურნალისტობა. მადლობა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს დისკუსიისთვის დემოკრატიაზე, რომელიც ჩამოშლის პირასაა. ყველა მზერა საქართველოზე!”, – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის