მიხაილ როთი: დარწმუნებული ვარ: თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში გაიმარჯვებს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! ერთადერთი გლობალური ომის პარტია რუსეთი ვერ გაიმარჯვებს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხაილ როთი ქართველ ხალხს დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

გერმანელმა დიპლომატმა, საკუთარი სურვილები ქართველი ხალხის მიმართ CNews-თან ექსკლუზიურად გააჟღერა და მიმდინარე წელი შეაჯამა.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში,

ამ წელს, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თქვენ დაწერეთ ისტორია. თქვენ გადაარჩინეთ ევროპის პატივი. იქ, სადაც ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები დუმან და თავს იკავებენ, თქვენ ევროპული ღირებულებების მხარდამჭერები ხართ. თქვენ არ მიეცით თავს უფლებას, შეგშინებოდათ მმართველი პარტიის, ავტორიტარული რეჟიმის, უშიშროების ძალების. თქვენ ხმა ამოიღეთ სამოქალაქო საზოგადოებისა და უმცირესობების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ, გაყალბებული ს წინააღმდეგ, კონსტიტუციის დარღვევის წინააღმდეგ. თქვენ დადექით ქვეყნად ერთადერთი გლობალური ომის პარტიისთვის, სთვის „ქართულ კოშმარის“ მიერ საქართველოს მიყიდვის მცდელობის წინააღმდეგ.

გმადლობთ გამბედაობისა და გამძლეობისთვის! ევროპელების აბსოლუტური უმრავლესობა თქვენს მხარესაა. გთხოვთ არ დანებდეთ.

გთხოვთ ნუ შეგეშინდებათ.

გთხოვთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს!

დარწმუნებული ვარ: თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში გაიმარჯვებს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!

ერთადერთი გლობალური ომის პარტია რუსეთი ვერ გაიმარჯვებს.

ჩვენი ევროპა გაიმარჯვებს.

თქვენ გაიმარჯვებთ!

მოუთმენლად ველი, რომ მალე შევძლებ თბილისის, ევროპის ნამდვილი დედაქალაქის მონახულებას!

ყველას ვუსურვებ მშვიდობიან 2025 წელს თავისუფლებასა და თვითგამორკვევას!“, – განაცხადა როთმა CNews-თან საუბრისას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

საია – საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში