მიხაილ როთი – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს

მმართველი პარტიის ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად, ჩემთან დისკუსიისა და კამათის ინტერესი დიდია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ში წერს.
„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები“, – წერს როთი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში“ გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში გუშინ ჩამოვიდა. საქართველოს შემდეგ ის სომხეთს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იობი – დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი და სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით