მიხაილ როთი – გლობალური ომის პარტია არსებობს და ის რუსეთია

გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა : „ვინ არის გლობალური ომის პარტია?“
„გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის . რუსული იმპერიალიზმი არის საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში. რუსული იმპერიალიზმი იწყებს ძალიან მახინჯ და საშიშ პროპაგანდას ჩვენი ძირითადი ღირებულებების, დემოკრატიის, თავისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა როთმა.
მან საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.
„თუ თვალყური მიადევნეთ დამოუკიდებელი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს, ჩვენი გზავნილი არის მკაფიო: არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. აი, რატომ მოვუწოდებთ ყველა ბრალდების საერთაშორისო გამოძიებისკენ. ძალიან სერიოზული სიტუაციაა, რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გარეშე დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია“, – აღნიშნა როთმა.
კითხვაზე, რა არის შემდეგ ნაბიჯი, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა :
„შემდეგი ნაბიჯი არის ყველა ბრალდების დამოუკიდებელი გამოძიება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რწმენისა და ნდობის დასაბრუნებლად, რადგან გამოძიების გარეშე ვერ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს“.

ასევე დაგაინტერესებთ