მიხაილ როთი – გავემგზავრე თბილისში საქართველოს მეგობრებთან ერთად – საქართველო ევროპაა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი აცხადებს, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სა და პოლონეთის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად თბილისში გაემგზავრა.
„გავემგზავრე თბილისში საქართველოს მეგობრებთან ჟიგიმანტას პავილიონისთან, მარკო მიხელსონთან, ინარა მურნიეცესთან, იუკა კოპრასთან, ფრედერიკ პეტისთან, ერიკ ოტოსონთან და მიჰაუ კამინსკისთან ერთად“, – წერს მიხელსონი პლატფორმა X-ზე.
„მოუთმენლად ველით პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, სტუდენტებთან შეხვედრას – სამწუხაროდ, არ იქნებიან მთავრობის ან ქართული ოცნების წარმომადგენლები. საქართველო ევროპაა!“ – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა და ავტომობილების განბაჟების ვადებმა გადაიწია