მიხაილ როთის თქმით, სანამ ევროკავშირი სანქციებზე ბჭობს, შესაბამის ზომებს იღებს

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ქმედებისკენ მოუწოდებს და სვამს კითხვას: „ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის მეტ პასუხისმგებლობას როდის ავიღებთ?“.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
„სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მერყეობენ და ბჭობენ, საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე განხორციელებული თავდასხმის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს იღებს! მადლობა აშშ-ს! ქართველ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ახლა ვჭირდებით!“, – დაწერა მან და საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერი პროტესტის ამსახველი ვიდეო გააზიარა.
ევროკავშირის მიერ სა და მისი გუნდის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებაზე დაწერა ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონმაც.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
ფორუმი