მიხაილ გალუზინი – ვიმედოვნებთ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის რეგულარული ავიარეისები მალე დაიწყება

ჩვენ არ განვიხილავთ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, როგორც საკითხს, რომელიც საქართველოსთან ჩვენი საჰაერო მიმოსვლის პრობლემებთან კავშირშია – ეს სრულიად დამოუკიდებელი თემაა, – ამის შესახებ ს ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სოხუმის მიმართულებით ავიარეისები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო და ამჟამად დასასრულს უახლოვდება. დან უკვე განხორციელდა სატესტო ფრენა. ვიმედოვნებთ, რომ რეგულარული რეისები მალე დაიწყება. ეს რუსების ძალიან დიდი რაოდენობისთვის აფხაზეთში ტურისტული, საქმიანი და ა.შ. მიზნებით ვიზიტს გააადვილებს. მოველი, რომ ქართული მხარე, თავისი პრაგმატიზმითა და რუსეთთან კავშირების მნიშვნელობის გაგებით, გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას იქ, სადაც ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. რუსეთის მხრიდან ეს განწყობა ყოველთვის არსებობს და საქართველოსთან ჩვენს თანამშრომლობას პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მოთხოვნებს არ ვუკავშირებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში შენარჩუნდება პრაგმატიზმი და საღი აზრი, რომელიც დღეს აშკარად ჭარბობს თბილისში“, – აღნიშნა გალუზინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი