მიხაილო პოდოლიაკი – „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტს შეაჩერებს

1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“, – განაცხადა მან.
პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა – , ჩეხეთი და უნგრეთი -რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინო და უკრაინის გავლით ტრანზიტი უნდა შეწყვიტონ.
პოდოლიაკის განმარტებით, ეს ეხება გაზსაც და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ტრანზიტი შეწყდება, თუმცა თუ ევროპის ქვეყნებს ყაზახური ან აზერბაიჯანული გაზი დასჭირდებათ, მაშინ მზად არის მისი ტრანსპორტირებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას