მიხაილო პოდოლიაკი პუტინზე – პარალელურ სამყაროში მცხოვრები ადამიანი ამბობს, რომ უკვე ყველა დაამარცხა და ალყაში მოაქცია, რომ ყველა უნდა დანებდეს, დაყაროს იარაღი

ს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან ძალიან კარგი, სინქრონიზებული პოზიცია აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან დისკუსია რთული იქნება, რადგან ყოველთვის, როცა სხვა ქვეყნები შუამავლის როლს ასრულებენ, ბევრი პროცესი მათთვის უფრო მარტივი ჩანს.
“დიახ, დისკუსია რთული იქნება. ბოლოს და ბოლოს, ეს დიდწილად ეხება ჩვენს მომავალს და ყოველთვის, როცა სხვა ქვეყნები შუამავლის როლს ასრულებენ, ბევრი პროცესი მათთვის უფრო მარტივი ჩანს. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს უბრალოდ არ იმუშავებს. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ფუნდამენტური, ღირებულებების ომი და არა ომი რაღაც მცირე ტერიტორიისთვის“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ აქვს.
„რაშიც ეჭვი არ მეპარება ისაა, რომ საკუთარ პარალელურ სამყაროში მცხოვრები ეს ადამიანი ამბობს, რომ უკვე ყველა დაამარცხა და ალყაში მოაქცია, რომ ყველა უნდა დანებდეს, დაყაროს იარაღი. ამას ის პირდაპირ ამბობს. ანუ ადამიანი აღმოჩნდა აბსოლუტურად არაადეკვატური სამხედრო ოპერაციების წარმართვის თვალსაზრისით. სამი წელია იბრძვის და ყველა დაამარცხა უკვე მეასედ. ვფიქრობ, ეს არგუმენტები იყო“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული