მიხაილო პოდოლიაკი კურსკის ოპერაციაზე – იყო განხილვები პარტნიორ ძალებთან, მაგრამ არა საჯარო დონეზე

უკრაინის მოულოდნელი თავდასხმა ს ტერიტორიაზე ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ვაიძულოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რომ უკრაინელების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრამ რუსებს ს ომის მკაცრი რეალობა აჩვენა.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტურად მკაფიო ინსტრუმენტები, რათა ვაიძულოთ რუსეთი მოლაპარაკებაში ჩაერთოს. ერთ-ერთი მათგანი იძულების სამხედრო ინსტრუმენტია. ანუ, ეკონომიკური და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენების გარდა, რუსეთს მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი უნდა მივაყენოთ. კურსკის რეგიონში ჩვენ ვხედავთ იძულების ამ სამხედრო ინსტრუმენტის ოპტიმიზაციას, რათა რუსეთს მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა ვაიძულოთ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი განმარტებით, უნდა არსებობდეს სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს, ომი შეწყვიტოს.
„ერთი შეჭრა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პუტინმა გააცნობიეროს, რომ ომი ამად არ ღირს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
„რუსები არ განიხილავენ ომს და ისინი, ზოგადად, თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან ომი სადღაც მიმდინარეობს, ვიღაცას კლავენ. მათთვის საინტერესოა ტელევიზორში ყურება. მაგრამ როცა ომი რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მათ, რა თქმა უნდა, ეშინიათ. ისინი შოკში არიან. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს ასევე გავლენის იარაღია“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი მტკიცებით, კიევმა პარტნიორებთან ერთად განიხილა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის რეგიონში მანამ, სანამ ის დაიწყებოდა, მაგრამ არა საჯაროდ.
„არის გარკვეული რამ, რაც უნდა გაკეთდეს მოულოდნელობის ელემენტით და უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე. თუმცა, იყო განხილვები პარტნიორ ძალებს შორის, უბრალოდ არა საჯარო დონეზე”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მანამდე, უკრაინის მთავარი დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო და , აცხადებდნენ, რომ თავდასხმის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყვნენ.