მიხაილო პოდოლიაკი: ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი არ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი  აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ს თანამდებობიდან წასვლის საფუძველი არ არსებობს.

„ჩემი აზრით, გაუგებრობა შეუძლებელია, რადგან არსებობს პრიორიტეტი – ომი, არსებობს მკაფიო ვერტიკალი, სადაც პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და არსებობს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელიც გახლავთ ოპერაციული დირექტორი, რომელიც დაკავებულია, უკაცრავად ტერმინოლოგიისთვის, უშუალოდ ომით.

პრეზიდენტი, ომის ფარგლებში დაკავებულია რიგი სხვა საკითხებით, რომლებიც დაკავშირებულია ყველა საჭიროების უზრუნველყოფასთან. ჩემი აზრით, ნონსენსია, თუ იქნება რაიმე კონფლიქტი, მით უმეტეს, პოლიტიკური სარჩულით“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც