მიხაელ გალერი: დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს – ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს

დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს.

„დროა, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეთ. სიის სათავეში ამ „რეორიენტაციის“ ნათლიმამა  უნდა იყოს. ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს“, – წერს მიხაელ გალერი.

ცნობისთვის, მ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს. სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი , თბილისის მერი , სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი , შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი , ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი , კახა ბექაური.